Sunday, November 22, 2009

საგანმანათლებლო პროექტი - წელიწადის დროების ასახვა ხელოვნებაში


პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: წელიწადის დროების ასახვა ხელოვნებაში.

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ თუ როგორ და რამდენად სრულყოფილად არის ასახული წელიწადის ამა თუ იმ დროის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ხელოვნების სხვადასხვა არგის წარმომადგენელთა შემოქმედებაში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ბუნება ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანთა ინტერესის უპირველესი საგანი თავისი მრავალფეროვნებით, უჩვეულობით, მშვენიერებით, ჰარმონიულობით, მოულოდნელობით, სისასტიკით, დაუმორჩილობლობით... და იმით, რომ თვითონ ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია.

ასეთი განცდა ბუნების მიმართ, ცხადია, უნდა გამოხატულიყო მის სულიერებაში, და არაერთმა ხელოვანმა შექმნა ბრწყინვალე ნაწარმოები, რომელშიც საოცარი უშუალობით გადმოცა წელიწადის ამა თუ იმ დროის სუნთქვა.



ხელოვნების ამ ნიმუშებით დაინტერესება, მოძიება, აღქმა მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს ბუნებისადმი პატივისემას, მოწიწებას, მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობებს, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარება კი ხელს შეუწყობს მათი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს.

4. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი IX-X კლასები.

5. ვადების ხანგრძლივობა: 3 თვე სასწავლო წლის განმავლობაში.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ხელოვნების სხვადასხვა დარგში თემატურად შესატყვისი ნიმუშების მოძიება. შესაძლებელია ჯგუფების შექმნა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ბლოგების გაკეთება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგები, პრეზენტაციები

8. სარგებელი სხვებისათვის: ხელოვნების ისტორიასთან ზიარება, თემატური მასალა მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისათვის ღონისძიების ჩასატარებლად.

9. სამუშაო ენა _ ქართული. სხვა ენები...

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-ტექნოლოგიები _ ინფორმაციის მოძიება, დალაგება.

ქართული ხალხური და კლასიკური ლიტერატურიდან შესაბამისი ნაწარმოებების მოძიება, აღქმა

მუსიკა _ წელიწადის დროების ამსახველი ნაწარმოებების გაცნობა, მოძიება, გაცნობიერება.

ფერწერა _ წელიწადის სხვადასხვა დროის ამსახველი ფერწერული ტილოების მოძიება, აღქმა.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია ბერიკაშვილი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდები/ბლოგი: